ოჯახში ძალადობა - ბრიფინგი შსს-ში

ოჯახური ძალადობის ფაქტზე 6 თვეში 1328 პირი დააკავეს. განცხადება ოჯახური ძალადობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის რაოდენობა გაზრდილია.შს მინისტრის მოადგილის თქმით, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დაითხოვეს.