სომხეთში ყოფილი პრეზიდენტის ძმიშვილი დააკავეს

სომხეთში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის ძმისშვილი აიკ სარგსიანი დააკავეს. მას 2007 წელს ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ადანასაულებენ.  საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, 2018 წლის ივნისში დაზარალებულმა პროკურატურას საჩივრით მიმართა.