Pussy Riot-ის წევრები ციხეში დააბრუნეს

რუსული ფემინისტური პანკ-როკ ჯგუფ პუსი რაიოტის მონაწილეები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის დროს მოედანზე გადახტნენ, მეორედ დააკავეს. პოლიცია ამჯერად მათ საპატიმრო დაწესებულების გამოსასვლელთან დახვდა, სადაც აქტივისტებმა 15 დღიანი პატიმრობა მოიხადეს სპორტული შეჯიბრების დროს მაყურებელთა ქცევის წესების დარღვევის გამო.  საპატიმროდან გამოსულ აქტივისტებს განუცხადეს, რომ ახლა მათ მიტინგების ჩატარების წესის დარღვევისთვის გაასამართლებენ. აღნიშნული დარღვევა 10-დღიან პატიმრობას, ჯარიმას ან სავალდებულო სამუშაოს ითვალისწინებს.