ანომალიური სიცხეები - გერმანიაში მდინარეები დაშრა

რამდენიმე კვირიანი ანომალიური სიცხეების შედეგად გერმანიის ყველაზე დიდ მდინარე რეინში წყლის დონემ მინიმუმამდე დაიკლო. ბოლო თვეების განმავლობაში გერმანიაში სულ რამდენჯერმე იწვიმა. მდინარეებში წყლის კლება უკვე აისახა სამდინარო გადაზიდვებზე, განსაკუთრებული ზიანი კი წყლის ფლორას და ფაუნას მიადგა.