მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიის სამხრეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ბოლო მონაცემებით 90-ს გადააჭარბა. ბიძგები, რომლის სიმძლავრემაც 7 მაგნიტუდა შეადგინა, ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებში - კუნძულებზე ბალისა და ლომბოკზე იგრძნობოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მატარამიდან 50 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარებდა. თვითმხილვევები ყვებიან, რომ ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, ბიძგები იმდენად მძლავრი იყო, რომ ადამიანებს ფეხზე დგომა უჭირდათ.