ტყის ხანძრები პორტუგალიაში

ასობით მეხანძრე და ათზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი პორტუგალიის ტყეებში  გაჩენილ ხანძარს  უშედეგოდ ებრძვის. ქვეყნის სამხრეთში ცეცხლმა ტყე  ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე გაანადგურა. ცეცხლი ტურისტულ ზონაში გაჩნდა. ხანძარმა გაანადგურა რამდენიმე სახლიც, დამწვარია მანქანები.