ტერორიზმის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ერთ-ერთი ვერსიით, ტერორიზმის საქმეზე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ, პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, მალხაზ ტოხოსაშვილია, რომელიც, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა.  ტოხოსაშვილი ბოლო წლებში თბილისსში ცხვორობდა და კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა. სუსის ინფორმაციით, მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა. დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.