დიმიტრი მედვედევის მუქარა

რუსეთის პრემიერის მუქარა. აგვიტოს ომის ათიწლისთავზე დიმიტრი მედვედვევი ახალი კონფლიქტის შესაძლებლობაზე საუბრობს. რადიოსადგურ კომერსანტის ეთერში ის ასეთ რამეს ამბობს, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს და გაუგებარია ვის რაში სჭირდება ეს. რუსეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლეობდა. „ ეს კონფლიქტი გარდაუვალი არ ყოფილა“ ეს არ არის პირველი მუქარის შემცველი განცხადება, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ კეთდება. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ფოქს ნიუსთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთს უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.