10 წელი აგვისტოს ომიდან - თბილისში მაღალი თანამდებობის პირები ჩამოდიან

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, დღეიდან საქართველო პოლონეთის, ლიტვა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და ასევე, უკრაინის ვიცე-პრემიერს უმასპინძლებს. მაღალი რანგის სტუმრები თბილისში სოლიდარობის ნიშნად ჩამოდიან. ევროპელი ლიდერები ვიზიტის ფარგლებში  მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და  პარლამენტის თავმჯდომარესთან. მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილული იქნება ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებს დაეთმობა.