რობერტ რედფორდმა კარიერა დაასრულა

მსოფლიო კინოს ლეგენდამ რობერტ რედფორდმა კარიერა დაასრულა. 81 წლის მსახიობმა ამის შესახებ ინტერვიუში განაცხადა. რედფორდის ბოლო ნამუშევარი კრიმინალურ დრამა „მოხუცი და თოფში“ ქურდის როლი იქნება. ეს ფილმი ეკრანებზე სექტემბერში გამოვა.