ისრაელი საზღვაო კედელს აშენებს

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ღაზას სექტორთან საზღვაო საზღვარზე გამყოფი კედლის მშენებლობა დაიწყო. შესაბამისი ვიდეო უშუალოდ თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა გაავრცელა. ებრაული მედიის ინფორმაციით, ბარიერის სიგრძე 200 მეტრი, სიმაღლე კი 6 მეტრი იქნება.თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამგვარი ზომა დაჯგუფება ჰამასის მებრძოლებს საშუალებას მოუსპობს ზღვით შეაღწიონ ისრაელის ტერიტორიაზე.