ბორის ჯონსონმა ჩადრიანი ქალები საფოსტო ყუთებს შეადარა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი თავისი გამონათქვამისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. საქმე იმ კომენტარს ეხება, რაც ჯონსონმა მუსულმანი ქალების მიმართ გააკეთა. ყოფილი მინისტრი მუსულმანური ორგანიზაციების გარდა, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმაც გააკრიტიკა.