შვეიცარიაში სიცხისგან თევზები იხოცებიან

ანომალიური სიცხის გამო მდინარე რეინში თევზები მასობრივად იხოცებიან. ბოლო დღეების განმავლობაში მდინარეში წყლის ტემპერატურამ 27 გრადუსამდე მოიმატა. ამ ტემპერატურას თევზების დიდი ნაწილი  ვერ უძლებს. შვეიცარიაში, შაფჰაუზენის რეგიონში ეკოლოგებმა მდინარიდან ერთ ტონაზე მეტი მკვდარი თევზი ამოიტანეს.