ანომალიური სიცხე და ხანძრები ესპანეთში

ესპანეთში ძლიერი სიცხეების გამო ბოლო დღეების განმავლობაში უკვე 9 ადამიანი დაიღუპა. სიცხეს 4 ადამიანი ესტრემადურაში ემსხვერპლა, 3 კატალონიაში და 2 მურსიაში. რაიონებში სადაც ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, ხელისუფლებამ საფრთხის ყველაზე მაღალი დონე გამოაცხადა.