თურქული ლირის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

თურქული ლირის კურსი დოლართან მიმართებაში მორიგ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. კურსის ვარდნა თურქულ-ამერიკული ურთიერთობების მორიგი გაუარესების ფონზე მიმდინარეობს. ლირის კურსის ვარდნას შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება უძღოდა, რომელმაც თქვა, რომ დაგახედავს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხს. ამ დროისთვის ამერიკულ ბაზარზე თურქული საქონლის ექსპორტი 1,66 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის საბაჟო გადასახადით არ იბეგრება.