კონდოლიზა რაისის ინტერვიუ

უკრაინული ვებ-პორტალი ‘’გრომა-დსკოე’’  ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტი ნატალია გუმე-ნიუ-კი კონდოლიზა რაისს აგვისტოს ომის შესახებ ეკითხება. რაისი ათი წლის წინ  სახელმწიფო მდივნის პოზიციას იკავებდა. აი რას იხსენებს ის. 2008 წლის ივლისში მე ვიყავი თბილისში. ველაპარაკე სააკაშვილს და ვუთხარი-რუსები შეეცდებიან თქვენს ქვეყანაში შემოჭრას, არ უპასუხოთ მათ, არ გააკეთოთ ეს, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დაგიცავთ თქვენ ვერცერთ სიტუაციაში. სამწუხაროდ, მაშინ ატყდა სროლა სამშვიდოებოებს შორის ,რაც რუსებისთვის მათი ქმედების გამართლება გახდა.  ქართველები უნდა დარჩენილიყვნენ ყაზარმებში. მე არ ვადანაშუალებ ქართველებს იმის გამო, რაც მოხდა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ვერაფერს იზამდა რომ ეს თავიდან აგვეცილებინა. მაშინ მე დამირეკა ლავროვმა და მითხრა: ქართველები უნდა დაბრუნდნენ ყაზარმებში, მე ვუპასუხე რომ გასაგებია, მეორე პირობა ასეთი იყო მათ უნდა მოაწერონ ხელი ცეცხლის გამოუყენებლობას, ესეც გასაგებია.