ზოოპარკში უიშვიათესი შავი მარტორქა დაიბადა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ჩესტერის ზოოპარკში იშვიათი შავი მარტორქა დაიბადა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 12 წლის აღმოსავლეთაფრიკულ მარტორქა მალინდის მშობიარობა დღისით დაეწყო, მაშინ როცა მარტორქები, როგორც წესი, ნაშიერებს ღამით ან გამთენიისას აჩენენ. ზოოპარკის მომვლელების ინფორმაციით, დაბადებიდან 15 წუთში პატარა მარტორქა ფეხზე დადგა.