ყველა დროის უძვირესი მეკარე

ესპანელი მეკარე კეპა არისაბალაგა ბილბაოს ატლეტიკიდან ლონდონის ჩელსიში გადავიდა. ბასკურმა კლუბმა 23 წლის მეკარის ტრანსფერი უკვე დაადასტურა. ლონდონელებმა მასში 80 მილიონი ევრო გადაიხადეს, რითაც არისაბალაგა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. ამასთანავე არისაბალაგა ყველა დროს ყველაზე ძვირი ესპანელი ფეხბურთელიცაა.