ნიუ მექსიკოში ნაპოვნ ბავშვებს ტერორისტებად ამზადებდნენ

გამოძიების ინფორმაციით, საიდუმლო ბანაკში, სადაც ამერიკულმა პოლიციამ ერთიდან 15 წლამდე ასაკის 11 ბავშვი იპოვა, მათ ტერორისტებად ამზადებდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჯგუფების მეთაური სირაჟ იბნ ვაჰაჟი ბავშვებს სკოლებზე თავდასხმებისთვის ამზადებდა.
ორი მამაკაცი და 3 ქალი ნიუ მექსიკოს შტატში, უდაბნოში არსებულ საიდუმლო ბანაკში წინა პარასკევს დააპატიმრეს. სამივე ქალი იქ მყოფი ბავშვების დედები არიან. პოლიციამ დაადასტურა, რომ ბავშვებს აშიმშილებედნენ და არ აძლევდნენ დაბანის საშუალებას.