არგენტინის სენატმა აბორტის ლეგალიზება დაბლოკა

12-საათიანი დებატების შემდეგ არგენტინის სენატმა აბორტის ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს უყარა კენჭი. 7 ხმით ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს. ლეგალიზაციას მხარი 31-მა სენატორმა დაუჭირა, 38 სენატორი კი წინააღმდეგი წავიდა.