დღეს ვენეციის კინოფესტივალი იხსნება

მსოფლიო სახელის მქონე რეჟისორები, მსახიობები, თანამედროვე კინოს ვარსკვლავები დღეს ვენეციაში იკრიბებიან, სადაც 75-ე კინოფესტივალი იხსნება. ფესტივალის ოფიციალური გახსნის წინ მაყურებლებს გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაღებული ფილმის, „გოლემის“ რესტავრირებულ ვერსიას შესთავაზებენ. კინოექსპრესიონიზმის ეპოქაში გადაღებილი ამ მუნჯ ფილმს საფუძვლად თიხის გოლიათ გოლემზე არსებული ებრაული ლეგენდა უდევს.