ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა

ვენეციაში 75-ე კინოფესტივალი გაიხსნა. წელს ფესტივალის ჟიურის  თავმჯდომარე მექსიკელი რეჟისორი გილიერმო დელ ტოროა, რომლის ფილმიც - „წყლის ფორმა“, შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა. ჟიურიში სხვებთან ერთად ასევე არიან ავსტრალიელი მსახიობი ნაომი უოტსი და ორგზის ოსკაროსანი კრისტოფ ვალცი.