ამაზონი - მესამე ტრილიონიანი კომპანია ისტორიაში

ამერიკული ონლაინ-გაყიდვების კომპანია „ამაზონი“ ისტორიაში მესამე კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამაზონის ღირებულება გაორმაგდა.