ლონდონი ევროპას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებს დაწესებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი პირობას დებს, რომ ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ეცდება. ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას ჰანტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ნოემბერში გეგმავს სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედებას, რისი საბაბიც რუსეთის მიერ ევროპაში ქიმიური იარაღის გამოყენება გახდა. საქმე ნოვიჩოკის გამოყენების ფაქტებს ეხება. ჯერემი ჰანტი ევროპელებს ამერიკელების მიბაძვისკენ მოუწოდებს.