აურზაური თეთრ სახლში

დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვა, მისი მრჩევლები, თანაშემწეები და ვიცე-პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფენ რაიმე კავშირს „ნიუ იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ გახმაურებულ ანონიმურ პუბლიკაციასთან. წერილი, რომელშიც თეთრი სახლის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის არსებული დაპირისპირებაა აღწერილი, ოთხშაბათს გამოქვეყნდა.