ერთიანი არჩევნების და პროტესტის დღე რუსეთში

რუსეთში არჩევნების ერთიანი დღე გაიმართა. 26 რეგიონში გუბერნატორები აირჩიეს, 16-ში კი რეგიონალური პარლამენტები. სულ საარჩევნო სიებში 65 მილიონი მოქალაქე იყო რეგისტრირებული. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნეს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნებმა მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა.