თავდასხმა პარიზში

პარიზში გვიან საღამოს 7 ადამიანი დანით დაჭრეს. თავდამსხმელი რკინის მილითაც იყო შეიარაღებული. იუწყებიან, რომ დაზარალებულთა შორის 2 ბრიტანელია. ხუთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.თავდამსხმელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ავღანეთის მოქალაქეა. გამოძიებამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. მტკიცებულებები, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი იყო, პოლიციას ამ დროისთვის არ აქვს.