საპარლამენტო არჩევნები შვედეთში

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით მემარცხენე ცენტრისტები უმნიშვნელო უპირატესობით ლიდერობენ. ახალ პარლამენტში მათ მხოლოდ ერთი მანდატით მეტი ექნებათ ვიდრე  ოპოზიციურ ალიანსს. ალიანსმა, რომელიც 4 პარტიას აერთიანებს, ხმების 40 პროცენტი დააგროვა.