მამების აქცია პარლამენტთან

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ღამე პარლამენტთან გაათენეს.  პარლამენტის შენობასთან შვილმოკლული მამების აქცია გუშინ განახლდა. ამ გახმაურებულ საქმეებში მონაწილე პირების დასჯასთან ერთად ზაზა სარალიძემ ახალი მოთხოვნაც გააჟღერა. ის მთავრობის გადადგომას ითხოვს. დასახელდა კონკრეტული დროც- 48 საათი.პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოსვლები კი დღეს საღამოს 19:00 საათიდან განახლდება. ზაზა სარალიძემ გუშინ უვადო შიმშილობა გამოაცხადა.