მთავრობის ინიციატივა

მკაცრად დარეგულირდება, ამბობს, პრემიერი მარიხუნის სამედიცინო მიზნით წარმოებასა და ექსპორტზე გატანაზე. მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა თქვა რომ, ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ამიტომ შსს-ს დაავალა შესაბამისი კანონპროექტი შექმნილიყო. მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს. განიხილება მოდელი, რომელშიც საქართველოში მოიყვანენ და  სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილ მარიხუანას გადაამუშავებენ. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა.