ყველაზე დიდი აიფონი

კორპორაცია ეფლმა არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი ზომის აიფონი წარმოადგინა. ახალ მოდელს XS Max ჰქვია და მისი ეკრანის დიაგონალის ზომა 6,5 დიუმია.  პარალელურად გამოვიდა შედარებით მცირე ზომის მოდელი XS.

ახალი პროცესორის წყალობით, აპლიკაციები ახალ სპარტფონში 30 პროცენტით უფრო სწაფად გაიშვება ვიდრე წინა მოდელებში, ამასთანავე ენერგოხარჯვა ახალ ტელეფონს იგივე ექნება. ევროპულ ბაზარზე XS-ის ფასი 1159 ევროა, XS Max-ის კი - 1259 ევრო.