სომხეთში 6 მინისტრი გაათავისუფლეს

სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, პარტია „ აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუთიუნის„ ექვსი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელმაც შესალოა, ქვეყნაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკური პარტიის წევრებმა, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი აქვს, ასევე „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუთიუნის“ დეპუტატებმა.
კანონპროექტის მიხედვით, თუ დეპუტატები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას არ დათანხმდებიან, სხდომა გადაიდება. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის დათხოვნა შესაძლებელია, თუ მთავრობის მეთაური გადადგება. ამ კანონპროექტს ნიკოლ ფაშინიანი სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში ნოემბრის დასასრულს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.