ჩემპიონთა ლიგა: მესი კეინის წინააღმდეგ

ლიონელ მესი ჰარი კეინის წინააღმდეგ - ესპანური და ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავები ერთმანეთს დღეს ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე დაუპირისპირდებიან. „ტოტენჰემი“ „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უმასპინძლებს. შეხვედრა განსაკუთრებით რთული მასპინძლებისთვის იქნება, რადგან სასტარტო შემადგენლობის ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია. ამის მიუხედავად, ლონდონელები საბრძოლოდ არიან განწყობილები.