კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ლას ვეგასის პოლიციამ  ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს საქმის გამოძიება განაახლა. ფეხბურთელს  ამერიკელი კეტრინ მაიორგის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა“ ადრე დაწერა, რომ ინციდენტი რონალდუსა და მაიორგის შორის 2009 წელს ლას ვეგასში მოხდა. ითქვა ისიც, რომ რონალდუმ ქალს დუმილის სანაცვლოდ თითქოს 375 ათასი დოლარი გადაუხადა.