სტიქია ინდონეზიაში - დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ინდონეზიაში  სტიქიური უბედურების შედეგად დაკარგულთა ძებნა გრძელდება. მაშველებმა დღეს დილას კუნძულ სულავესიზე 35 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. სულ ბიბლიის შემსავლელ ცენტრში ტრაგედიის მომენტში 86 ბავშვი იმყოფებოდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარასკევს მომხდარი მიწისძვირს და შემდეგ წარმოქმნილი ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა. სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები 2500--ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.