ვანო მერაბიშვილი საპატიმროში გადაყავთ

კლინიკიდან ისევ ციხეში. 2 დღიანი მკურნალობის შემდეგ ვანო მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დილით დააბრუნეს. მანამდე კამერებმა ყოფილი მაღალჩინოსნის კლინიკიდან გამოყვანა დააფიქსირეს, გარეთ შეკრებილებს ვანო მერაბიშვილმა ხელი დაუქნია და მიესალმა. ყოფილი პრემიერ მინისტრის უფლებადამცველი კვლავ ამტკიცებს, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოელმა სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ. ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა მსჯავრდებულის ჯანმრთელბის მდგომარეობას.