ბოლო ინფორმაცია გატაცებული მაია ოთინაშვილის მდგომარეობაზე

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში 6 დღის წინ დაკავებული მაია ოთინაშვილი „წითელი ჯვრის’’ წარმომადგენლებმა მოინახულეს. კომიტეტში განმარტავენ, რომ ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, გამომდინარე დაკავებული პირებისა და ოჯახების ინტერესებიდან.