პრეზიდენტობის კანდიდატები თემატურ დებატებზე

ქალების მდგომარეობა საქართველოში - ამ სახელწოდების დებატები გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიებაზე ყველა კანდიდატი იყო მიწვეული, თუმცა არ გამოცხადდა შალვა ნათელაშვილი, გრიგოლ ვაშაძე და ქართული ოცნების რჩეული სალომე ზურაბიშვილი. კანდიდატებმა იმ პრობლემების ირგვლივ იმსჯელეს რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან.