ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე არ გამოცხადდება

ომეგას მფლობელი და საკნდალური ჩანაწერების ერთ-ერთ მთვარი ფიგურანტი ლონდონიდან თბილისში ჩამოსვლას არ აპირებს. ზაზა ოქუაშვილს საგამოძიებო უწყება დისტანციურად გამოკითხავს. სასამართლო წესით გამოკითხვის მოლოდინშია ნატო ჩხეიძეც, თუმცა როდის უპასუხებს მოსამართლის კითხვებს ჯერ-ჯერობით უცნობია. ბოლო დღეების ხმაურიან საქმეზე პროკურორის კითხვებს უპასუხა სპორტის ყოფილი მინისტრმა. ფარული ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი ადასტურებს, რომ ომეგას თემაზე გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში ნამდვილად მისი ხმა ისმის. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ეს ჩანაწერები იყო ზაზა ოქუაშვილის მიერ დადგმული, რომელშიც ოქუაშვილისვე შეთავაზებით მიიღო მონაწილეობა. ყიფიანის განმარტებით, ოქუაშვილს ეს უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის პროცესში ჭირდებოდა. ამასთან ყიფიანი არ უარყოფს ბანკიდან 4 მილიონის გატანას, თუმცა ირწმუნება რომ არ იცის სად წავიდა თანხა.