ბულგარეთში მოკლულ ჟურნალისტს პატივს მიაგებენ

ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი   ვიქტორია მარინოვას ხსოვნას. 30 წლის ჟურნალისტი რამდენიმე დღის წინ მოკლული იპოვეს. მკვლელობამდე მარინოვაზე იძალადეს. ჟურნალისტის კოლეგები და საზოგადოება მკვლელობის სავარაუდო მოტივებზე საუბრობენ. ვიქტორია მარინოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული და მკვლელობამდე ხელისუფლებაში არსებულ კორუფციულ სქემებს იკვლევდა.