აფეთქება სამხედრო საწყობში

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. შემთხვევა ქალაქ იჩნიასთან მოხდა. უკრაინის საგანგენო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან დაახლოებით 10 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.  დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ დროისთის უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზიც.