ხანძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე

 ჯერ-ჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ძლიერი ხანძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. დილით აგლაძის ქუჩაზე საწყობში ხის მასალა დაიწვა. ადგილზე 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. განადგურებულია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.