აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს

აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს. უწყება იმ პირების შემოსავლებსა და საბანკო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს, ვინც საპრეზიდენტო კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანხა შესწირეს, მათ შორის არიან სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი ექიმებიც.  აუდიტის სამსახურს სურს დაადგინოს რამდენად კანონიერი გზით მოხდა საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის თანხების გადარიცხვა.უწყებას ამ თხოვნით რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ მიმართა, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ შემოწირულებას, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია.