ზურაბ ჯაფარიძის ექსპერიმენტი

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, "ქართუ ბანკისგან" მილიონიანი სესხი ზურაბ ჯაფარიძემ მოითხოვა. „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ სარგებლობს საარჩევნო კოდექსის იმავე მუხლით, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა ისარგებლა, რომლის მიხედვითაც, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მას იმავე რაოდენობის თანხა ეკუთვნის წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების დასაფარად. დაუკმაყოფილებს თუ არა ბანკი ანალოგიურ მოთხოვნას ზურაბ ჯაფარიძეს სესხის აღების შესახებ ჯერ უცნობია.