რბოლა მხოლოდ ქალებისთვის

მომდევნო წლიდან გერმანიაში ახალი სარბოლო სერია აიღებს სტარს, რომლის მონაწილეებიც მხოლოდ ქალები იქნებიან. ორგანიზატორები მიიჩევენ, რომ ამ ტურნირის წყალობით ახლო მომავალში ქალი პილოტები ფორმულა 1-ში კაცებისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებენ. სულ 2019 წლის განმავლობაში ქალთა სერიის 6 ეტაპის გამართვა იგეგმება. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ მოგვიანებით ისინი სერიის გეორგაფიის გაფართოებასაც მოახერხებენ. პირველი სეზონის საპროზო ფონდი კი 1,5 მილიონი დოლარია. ამ თანხიდან გამარჯვებული ნახევარ მილიონ დოლარს მიიღებს. სულ შეჯიბრში ოცამდე ქალი პილოტი ჩაებმება.