საუდის არაბეთის საპასუხო მუქარა

საუდის არაბეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ გაცილებით მძიმე სანქციებით უპასუხებს ნებისმიერ იმ ქვეყანას, რომელიც მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გადაწყვეტს. საქმე გაუჩინარებულ ჟურნალისტს, ჯამალ ჰაშკაჯის ეხება, რომელიც 2 კვირის წინ სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა და იქიდან აღარ გამოსულა. თურქეთის ხელისუფლება თვლის, რომ ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს. ჰაშკაჯი საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის კრიტიკით გამოირჩეოდა.