პოლიტიკურ-რელიგიური დაპირისპირება რუსეთს და უკრაინას შორის

არავინ აიძულებს მართლმადიდებელ მრევლს  ერთი ეკლესიიდან მეორეში გადასვლას - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევის ცენტრში მასობრივი ღვთისმსახურების დროს გააკეთა. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში სახელმწიფო ეკლესია არ იქნება, თუმცა ხელისუფლება მტკიცედ დაიცავს იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებიც საკუთარ არჩევანს გააკეთებენ. პეტრო პოროშეკომ დაადასტურა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში პოლიტიკური მოტივების ნაკლებობა არ არის.