პუტინი: ჩვენ სამოთხეში მოვხვდებით

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბირთვული ომის შემთხვევაში რუსი ხალხი სამოთხეში მოხვდება, მტრები კი მისი სიტყვებით - ჩაძაღლდებიან. ამავე დროს პუტინმა თქვა, რომ ის ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას იმ შემთხვევაში გასცემს, თუკი დარწმუნებული იქნება, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს რუსეთზე იერიში მიაქვს.