საფრანგეთში პლაჟები დაიხურა

საფრანგეთში ხმელთაშუა ზღვისპირა  ლაჟვარდოვან სანაპიროზე პლაჟების დიდი ნაწილი დაიხურა. მათ შორის სენ ტროპეს პლაჟიც. მიზეზი 7 ოქტომბრის ინციდენტია, როდესაც კორსიკის სიახლოვეს ორი ტანკერის შეჯახებისას ზღვაში ნავთობპროდუქტების მასშტაბური გაჟონვა მოხდა. ტუნისის და კვიპროსის დროშების ქვეშ მცურავი გემების დაჯახებისას  ზღვაში 600 ტონა ნავთობი ჩაიღვარა. ნავთობის ლაქის სიგრძემ 20 კილომეტრი შეადგინა. ხელისუფლების განცხადებით, გაწმენდით სამუშაოებს შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.