ბონუსი დიზელის ძრავიანი მანქანის ჩაბარების სანაცვლოდ

კონცერნი „ფოლკსვაგენი“ და გერმანიის მთავრობა ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე შეთანხმდნენ. ძველი მოდელის დიზელის ძრავიანი მანქანების ახალ, უფრო ეკოლოგიურ მანქანებზე გადაცვლის შემთხვევაში, კონცერნი მძღოლებს სხვადსახვა სახის ბონუსებს და ფასდაკლლებებს შესთავაზებს. შეღავათებმა შესაძლოა 8 ათასი ევროც შეადგინოს.  

ამ პროექტის რეალიზაციის განხორციელება გერმანიის ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებული 14 ქალაქიდან დაიწყება. პროექტი დიზელისძრავიანი მანქანების სრულად აკრძალვის ალტერნატივას წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე ქალაქმა უკვე დააწესა.